ავტორი:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, მდინარე ლიახვში იპოვეს რუსი რეჟისორის ცხედარი, რომელსაც 21 მაისიდან ეძებდნენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, მდინარე ლიახვში იპოვეს რუსი რეჟისორის ცხედარი, რომელსაც 21 მაისიდან ეძებდნენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, მდინარე ლიახვში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც ტელეგრამ არხი "112" იტყობინება, ცხედარი ნახეს იმ ადგილიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, სადაც ქალი წყალში ჩავარდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 21 მაისიდან მიმდინარეობდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 52 წლის რუსი რეჟისორი, ანა ტიცი ლიახვის სწრაფმა დინებამ წაიღო.

  • ტრაგიკულ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მან ცხინვალში წარადგინა დოკუმენტური ფილმი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ოსი მონაწილეების შესახებ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 200-მდე ადამიანი იყო ჩართული.