ავტორი:

"საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზა გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის" - რას წერს ნიკოლ ფაშინიანი

"საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზა გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის" - რას წერს ნიკოლ ფაშინიანი

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც გახსნილია სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი X-ზე წერს.

სომხეთის პრემიერი მადლობას უხდის თურქ და ქართველ პარტნიორებს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

"ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - წერს ფაშინიანი.