ავტორი:

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც მდინარე ენგურის არხში გარდაცვლილი იპოვეს - დეტალები

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც მდინარე ენგურის არხში გარდაცვლილი იპოვეს - დეტალები

ტრაგედია მოხდა ოკუპირებული გალის რაიონში. როგორც ГалМедиа წერს, მაშველებმა მდინარე ენგურის არხში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ის 36 წლის ალიკა ჭანტურიაა. ცხედარი მშობლიურ სახლში უკვე გადაასვენეს.

სააგენტო გუშინ, 23 მაისს წერდა, რომ “აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინსპექცია და გალის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ალიკა ჭანტურიას ეძებდნენ“. ის ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან გაუჩინარდა.

როგორც მოგვიანებით, განახლებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, მაშველები სოხუმიდან გალში გუშინვე ჩავიდნენ. 12-კაციანი ჯგუფი სამძებრო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა.

ალიკო ჭანტურიას ცხედარი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მეორე და მესამე არხებს შორის იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ის სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც მდინარეში ჩავარდა და თავის დაღწევა ვერ შეძლო.