ავტორი:

ძლიერი წვიმა თბილისსა და რუსთავში - დაიტბორა ქუჩები და კორპუსები (ვიდეო)

ძლიერი წვიმა თბილისსა და რუსთავში - დაიტბორა ქუჩები და კორპუსები (ვიდეო)

წუხელ თბილისსა და რეგიონებში გადაუღებლად წვიმდა. შედეგად დედაქალაქის უბნები დაიტბორა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები გლდანიდან, სადაც ჩანს, რომ წყალი მანქანებშიც კი შევიდა.

ასევე დაიტბორა მუხიანის დაჩები, სანიაღვრე სისტემამ ვეღარ გაატარა წყალი, რის შემდეგაც გზები დაიტრბორა.

უხვმა ნალექმა რუსთავში პრობლემები შექმნა — დაიტბორა გზები, ეზოები. წყალი ჩამოვიდა საცხოვრებელ სახლებში და სადარბაზოებში. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ ჩამოდის წყალი სახურავიდან ბოლო სართულებზე მდებარე ბინებში.

როგორია პროგნოზი?

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციაში.