აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ უცნობმა პირმა ჩანთიდან იარაღი ამოიღო და თეთრი სახლის მახლობლად სროლა დაიწყო. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ის მოკლეს. სროლის დროს დაიჭრა შემთხვევითი გამვლელი.
პრეზიდენტიTruth Social-ზე გამოეხმაურა მომხდარს და საიდუმლო სამსახური “ოპერატიული და პროფესიონალური მოქმედებებისთვის“ შეაქო. მისი თქმით, თავდამსხმელს “კრიმინალური წარსული ჰქონდა და, როგორც ჩანს, შეპყრობილი იყო ქვეყნის ყველაზე პატივსაცემი ნაგებობით“.
“ეს მოვლენა მოხდა თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე მომხდარი სროლიდან ერთი თვის შემდეგ და აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა მომავალი პრეზიდენტისთვის ამ ტიპის ყველაზე უსაფრთხო და საიმედო სივრცის უზრუნველყოფა, რაც კი ოდესმე აშენებულა ვაშინგტონში. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება ამას მოითხოვს!“ - დაწერა ტრამპმა.
CNN-ის კორესპონდენტების ინფორმაციით, მათ თეთრ სახლთან ათობით გასროლის ხმა გაიგეს.
ტელეარხ ABC-ის რეპორტიორმა სელინა ვანმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც სროლის მსგავსი ხმები ისმის. თავის პოსტში მან აღნიშნა: “ჩემი iPhone-ით სოციალური ქსელებისთვის ვიდეოს ვიღებდი თეთრი სახლის ჩრდილოეთ გაზონზე, როდესაც სროლის ხმა გავიგეთ. ჩანდა, რომ რამდენიმე ათეული გასროლა მოხდა. გვიბრძანეს ბრიფინგების დარბაზში გაქცევა, სადაც ახლა ვიმყოფებით“