ავტორი:

კიდევ ერთი პროვოკაციული სამოსი და წყვილის რომანტიული საღამო - ბიანკა ცენსორიმ სასტუმრო ბოდეს ამარა დატოვა

კიდევ ერთი პროვოკაციული სამოსი და წყვილის რომანტიული საღამო - ბიანკა ცენსორიმ სასტუმრო ბოდეს ამარა დატოვა

ბიანკა ცენსორის თამამი ჩაცმულობა კიდევ ერთხელ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას - ლოს-ანჯელესის ცნობილ სასტუმრო Chateau Marmont-ში ქმართან ერთად გატარებული საღამოს შემდეგ, ბიანკას გამომწვევი ლუქი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა.

31 წლის ბიანკას ვერცხლისფერი ბოდი ეცვა. მან ლუქი პლატფორმულ ფეხსაცმელსა და იმავე ფერის სვიტერ-ქურთუკს შეუხამა. ცენსორის თმა გვერდზე ჰქონდა გადაწეული.

მის გვერდით 48 წლის კანიე უესტი გამოჩნდა. რეპერს ყავისფერი ბომბერის ქურთუკი, თეთრი მაისური და ტყავის შარვალი ეცვა. წყვილი ხელჩაკიდებული გადაადგილდებოდა.

ბიანკა ცენსორი და კანიე უესტი 2022 წელს დაქორწინდნენ - იმავე წელს, როდესაც რეპერი კიმ კარდაშიანს ოფიციალურად დაშორდა. ამჟამად ცენსორი უესტისა და კარდაშიანის ოთხი შვილის დედინაცვალია.

ცენსორი ბოლო წლებში განსაკუთრებით გახდა ცნობილი თავისი ექსტრავაგანტური და პროვოკაციული სტილით. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მან 2025 წლის “გრემის“ წითელ ხალიჩაზე მიიპყრო, როდესაც სრულიად გამჭვირვალე, შიშველი ტონის მინი კაბაში გამოჩნდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კანიე უესტი აქტიურად მონაწილეობს მეუღლის ვიზუალური იმიჯის შექმნაში. გამოცემა The Sun-ის წყაროს ცნობით, რეპერს სურს, რომ ცენსორი “ყველაზე სექსუალური ქალი“ და “ექსცენტრიული პერსონა“ იყოს.

წყარო