ავტორი:

3 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ქალებში თმის ცვენას იწვევს

3 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ქალებში თმის ცვენას იწვევს

მილიონობით ქალისთვის დგება საგანგაშო მომენტი, როდესაც თმის ჩამოვარცხნისას, სავარცხელს დიდი ოდენობით თმა მოჰყვება. ამ დროს, თმის გაყოფის ხაზი შეიძლება უფრო ფართო გამოჩნდეს, შუბლთან შეთხელდეს ან მოცულობა იმდენად შემცირდეს, რომ თმის სამაგრის შეცვლაც კი გახდეს საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გავრცელებული პრობლემაა, ქალთა თმის ცვენაზე ცოტას საუბრობენ.

  • ქალების დაახლოებით 55%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ეხება ეს პრობლემა და უფრო ხშირი ხდება ასაკთან ან ჰორმონალურ ცვლილებებთან ერთად.

Daily Mail-თან ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, ტრიქოლოგი ასახელებს 3 ყოველდღიურ ჩვევას, რომელიც ალებში თმის ცვენის პროვოცირებას ახდენს.

  • სკალპის ჰიგიენა

თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სკალპის ცუდი ჰიგიენაა.

ლონდონის Hannah Gaboardi Clinic-ის დამფუძნებელი ლინდა გაბოარდი ახადებს, რომ ბევრ ქალს ეშინია თავის დაბანის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს უფრო მეტად აპროვოცირებს თმის ცვენას. “სინამდვილეში ამან შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი“.

  • შეიძლება თუ არა თმის საშრობი აზიანებდეს თმას?

სველი თმა ყველაზე მყიფე მდგომარეობაშია, ამიტომ გაბოარდი გვირჩევს თმის ნაზად გამშრალებას და არა მის ძლიერ ხახუნს.

თუ ტექნიკა სწორია, ფენით გაშრობამ შეიძლება ნაკლები ზიანი მოიტანოს, ვიდრე ბუნებრივად გაშრობამ. თუმცა, აღსანიშნავია რომ მაღალი ტემპერატურით, სწრაფად გაშრობა აფართოებს წყალს თმის ღერში, რაც კუტიკულის დაზიანებას იწვევს.

რეკომენდებულია თერმოდამცავი სპრეის გამოყენება და უფრო გრილი რეჟიმის არჩევა.

  • ვარცხნილობები, რომლებმაც შეიძლება გამელოტება გამოიწვიოს

ქალებში თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა ტრაქციული ალოპეცია, რომელიც გამოწვეულია თმის ძირების მუდმივი დაქაჩვით. ამას ხშირად იწვევს მჭიდრო ვარცხნილობები.

ნებისმიერმა მჭიდრო ნაწნავმა, კოსამ ან კუდმა შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა, თუ მას ყოველდღიურად ატარებთ.

  • კავშირი წონის დაკლებასა და თმის ცვენას შორის

გაბოარდი ამჩნევს თმის ცვენის მატებას ქალებში, რომლებიც იღებენ GLP-1 წონის დასაკლებ პრეპარატებს, როგორიცაა Ozempic-ი.

ექსპერტი ურჩევს ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, ჩაიტაროს სისხლის ანალიზი (ფერიტინი, ფარისებრი ჯირკვალი, ვიტამინი D, ფოლატები) და რაციონში ჩართონ წითელი ხორცი, ისპანახი ლიმონის წვენით (რკინის ათვისებისთვის) და ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა ორაგული და გოგრის თესლი.

ასევე, რეკომენდებულია თმის ბოლოების შეჭრა ყოველ 12 კვირაში.

წყარო