ავტორი:

გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 - წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება

გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 - წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება

2026 წლის 19-21 ივნისს საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიურ ეკოსისტემებს გააერთიანებს. რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური მოძრაობა, Global Tech Weekend Tbilisi ბრუნდება. წლევანდელი GTWT-ის მთავარი ღონისძიება 20 ივნისს დედაქალაქის კულტურულ ცენტრში, Factory Tbilisi-ში გაიმართება და სამი დღის განმავლობაში 20,000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმარს გააერთიანებს, მათ შორის გლობალურად გავლენიან სპიკერებს, რომლებიც ექსკლუზიურად GTWT-ის სცენას დაიკავებენ.

როგორი იქნება GTWT 2026?

წლევანდელი ღონისძიება კონფერენციის ტრადიციულ ფარგლებში ჩატარდება და ღონისძიებები მთელ ქალაქში გაიმართება. 2026 წლის ღონისძიებისათვის პროგნოზირებული რიცხვები თავად მეტყველებს კონფერენციის მასშტაბზე:

  • 200+ სპიკერი
  • 150+ კომპანია
  • 300+ ინვესტორი
  • 80+ ღონისძიება

“გასული წლის წარმატებამ დაგვანახა, რომ თბილისი მზად არის, საბოლოოდდაიმკვიდროს რეგიონის მთავარი ტექნოლოგიური და ბიზნეს ჰაბის სტატუსი. GTW2026-ზე ჩვენ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავდივართ – ორჯერ ვზრდითსტუმრების რაოდენობას, ვაფართოებთ ინდუსტრიულ მიმართულებებს დაქართულ აუდიტორიას გლობალური დონის ექსკლუზიურ სპიკერებს ვპირდებით.ეს აღარ არის მხოლოდ კონფერენცია, ეს არის მთელი ეკოსისტემისტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ჩვენს რეგიონს მსოფლიო ტექ-რუკაზეაქტიურად აპოზიციონირებს“ - აღნიშნავს მარიამ ჭიკაძე, GTWT-ის მარკეტინგისხელმძღვანელი.

GTWT 2026 სამი დღის განმავლობაში გაიმართება:

• 19 ივნისი (პარასკევი) | Side-Events Day:

პირველი დღე 80-ზე მეტ ღონისძიებას დაეთმობა, მათ შორის იქნება მითაფები, ვორქშოფები, კონფერენციები, დახურული შეხვედრები და ლექციები. ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა მხარეს ჩატარდება – პარტნიორი კომპანიების სივრცეებში, სასტუმროებში, საერთო სამუშაო სივრცეებში,უნივერსიტეტებში და კულტურულ დაწესებულებებში.

• 20 ივნისი (შაბათი) | Main Conference Day:

მთავარი კონფერენციისთვის 10,000-ზე მეტი სტუმარი Factory Tbilisi-ში შეიკრიბება.სივრცე სექტორულ პავილიონებად დაიყოფა.

წელს კონფერენციის ფოკუსში იქნება:

  • ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech
  • ფინტექი და ბანკინგი
  • ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი
  • ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა
  • ვიდეოთამაშები და eSports
  • კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები
  • ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
  • ჯანმრთელობის ტექნოლოგიები

კონფერენცია ხუთ სცენაზე გაიმართება, სადაც გამომსვლელები თანამედროვე ტექნოლოგიებზე პანელური დისკუსიების, keynote-ის და Fire-side chat-ის ფორმატში ისაუბრებენ. პარალელურად, ტერიტორიაზე ათობით გასართობ-შემეცნებითი ინტერაქციული და კვების ზონა მოეწყობა.

• 21 ივნისი (კვირა) | Closing & Cultural Experience Day:

დასკვნითი დღის განმავლობაში თბილისში დამატებით კულტურულ გამოცდილებაზე ორიენტირებული აქტივობები და ოფიციალური დახურვის ცერემონია შედგება.

თბილისიდან მთელ მსოფლიოში – რას გეგმავს GTWT?

წელს Global Tech Weekend-ის ბრენდი საქართველოს საზღვრებს გასცდება დათბილისთან ერთად ღონისძიებებს სამ კონტინენტზე გამართავს:

  • GTW San Francisco (Business Week) | 23-29 მარტი, 2026
  • GTW Tashkent | 15-17 მაისი, 2026
  • GTW Tbilisi | 19-21 ივნისი, 2026
  • GTW Baku | ოქტომბერი, 2026

Global Tech Weekend-ის ბრენდი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. წელსპირველი კონფერენცია სილიკონის ველის შუაგულში, სან-ფრანცისკოშიგაიმართება, მოგვიანებით კი ჯერ ტაშკენტში, მერე კი თბილისსა და ბაქოში ჩატარდება.

GTWT 2025 რიცხვებში

საქართველოს დედაქალაქმა Global Tech Weekend-ის ფორუმს პირველად 2025წელს უმასპინძლა. სამი დღის განმავლობაში გამართულ 50-მდე ღონისძიებაზე GTWT-ის გუნდმა 10,000-ზე მეტ სტუმარს, 120-ზე მეტ სპიკერს და 70-ზე მეტ გლობალურ ინვესტორს უმასპინძლა. აღსანიშნავია ასევე ღონისძიების გავლენა ბიზნეს-ეკოსისტემაზე: GTWT 2025-ის პარტნიორობა 130-ზე მეტმა კომპანიამგამოთქვა, მათ შორის იყვნენ: თიბისი, თეგეტა, GITA, აჭარა ჯგუფი, Atari,GameNations და Totally Human.

2025 წლის GTWT-ზე ქართველი მსმენელის წინაშე გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები გამოვიდნენ, მათ შორის: ჯესიკა ტამსი – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი; ბილ ჯექსონი – Netflix-ის კრეატიული განვითარების დირექტორი; მაია როჯერსი — Tetris-ის აღმასრულებელი დირექტორი; პატრიკ ლი – Rotten Tomatoes-ის აღმასრულებელი დირექტორი დათანადამფუძნებელი; რუბენ ვეიგა – Roblox-ის ევროპის კომუნიკაციების მენეჯერი; ქეთი სუ (Katie Soo) – DICE-ის უფროსი ბიზნეს ოფიცერი და HBO Max-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

GTW Tbilisi 2026-ის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია კონფერენციისოფიციალურ ვებგვერდზე gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge | whatabout.live

ღონისძიების სრული კალენდარი გამოქვეყნება: www.luma.comდამატებითი ინფორმაციისა და სიახლეებისთვის ეწვიეთ GTWT 2026-ისოფიციალურ სოციალურ მედია არხებს:

  • Instagram: GTWT2026
  • Facebook: GTWT2026
  • Linkedin: GTWT2026

R