კბილების პროფესიონალური გათეთრება თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რომელიც პაციენტებს მომხიბვლელი და თავდაჯერებული ღიმილის დაბრუნებაში ეხმარება. პროფესიონალური გათეთრება ხელს უწყობს უფრო ნათელი, ბუნებრივი და ჯანსაღი ღიმილის მიღებას. საუკეთესო შედეგისთვის მნიშვნელოვანია გათეთრების ჩატარება გამოცდილ სტომატოლოგთან და რეკომენდაციების დაცვა პროცედურის შემდეგ.
როგორ მუშაობს კბილების გათეთრება და არის თუ არა უსაფრთხო მინანქრისთვის?
პროცესის საფუძველს უსაფრთხო ქიმიური რეაქცია წარმოადგენს, რომლის დროსაც მათეთრებელი გელიდან (წყალბადის ან კარბამიდის ზეჟანგი) გამოყოფილი აქტიური ჟანგბადის მოლეკულები ღრმად აღწევენ კბილის ფორებში, მინანქარსა და დენტინში. ეს მოლეკულები შლიან წლების განმავლობაში დატოვებულ მუქ პიგმენტებს, ისე, რომ არ აზიანებენ კბილის მყარ სტრუქტურას. კლინიკაში ინოვაციური აპარატურა, მაგალითად, Flash გათეთრების სისტემის ცივი LED განათების ან ლაზერის გამოყენება, მოქმედებს როგორც კატალიზატორი. აჩქარებს ჟანგბადის გამოყოფას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტს მინიმალურ დროში. შედეგად, სულ რაღაც ერთსაათიანი უმტკივნეულო პროცედურის შემდეგ, კბილები ფერს იცვლის და რამდენიმე ტონით თეთრდება. მიღებული ღიმილი, სწორი მოვლის შემთხვევაში, ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
რა უნდა ვიცოდეთ კბილების გათეთრებამდე?
კბილების გათეთრებამდე მნიშვნელოვანია სტომატოლოგთან კონსულტაცია, რათა შეფასდეს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა. არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ეს დაგეხმარებათ სასურველი შედეგის უსაფრთხოდ და გართულებების გარეშე მიღწევაში.
1. პირის ღრუს სრული სანაცია სავალდებულოა.
გათეთრების დაწყებამდე პირის ღრუ უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი.
2. პროფესიული წმენდა - პირველი ნაბიჯი
გათეთრებამდე 2-3 დღით ადრე (ან უშუალოდ პროცედურის წინ) აუცილებელია კბილების პროფესიული წმენდა ულტრაბგერითა და Air-Flow აპარატით. თუ კბილებზე არის ქვები და რბილი ნადები, გელი ზედაპირს თანაბრად ვერ დაეფარება და გათეთრება „ლაქოვანი“ გამოვა.
3. ბჟენები (პლომბები), გვირგვინები და ვინირები ფერს არ იცვლის
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა. მათეთრებელი სისტემები მოქმედებს მხოლოდ ნატურალურ კბილის ქსოვილზე. თუ თქვენ გაქვთ პლომბი ან გვირგვინი წინა კბილებზე, ისინი ძველ ფერზე დარჩება, რის გამოც გათეთრების შემდეგ მათი გამოცვლა მოგიწევთ, რათა ახალ, ღია ტონალობას შეესაბამებოდეს.
4. „თეთრი დიეტა“ - შედეგის შესანარჩუნებლად
პროცედურის შემდეგ, მინიმუმ 1-2 კვირის განმავლობაში, მოგიწევთ ე.წ. „თეთრი დიეტის“ დაცვა. ამ დროს კბილის ფორები გახსნილია და ადვილად იწოვს პიგმენტებს. ამ პერიოდში უნდა მოერიდოთ ყავა-ჩაის, წითელ ღვინოს, შოკოლადებს, მუქი ფერის სოუსებს (ტომატი, სოიო), ფერად გაზიან სასმელებს და კენკრას. ასევე მკაცრად აკრძალულია თამბაქოს მოწევა.
5. შედეგი ინდივიდუალურია
კბილების თეთრი ფერის მაქსიმალური პოტენციალი გენეტიკაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი პაციენტის კბილი 8 ტონით ღიავდება, ზოგისა კი - 2-3 ტონით. სტომატოლოგი წინასწარ, სპეციალური სკალით განსაზღვრავს თქვენს საწყის ფერს და აგიხსნით მოლოდინს.
კბილების გათეთრების მეთოდები

კბილების გათეთრების მრავალი ხერხი თუ პროცედურა არსებობს, რომლებიც შედეგების, ფასისა და ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავდება. ყველაზე გავრცელებულია სახლის პირობებში და პროფესიონალური გათეთრების მეთოდები. სახლის პირობებში გათეთრების საშუალებებიდან განსაკუთრებით პოპულარულია სპეციალური კბილის პასტები, რომლებიც შეიცავს მსუბუქ აბრაზიულ ნაწილაკებს ან ქიმიურ ნივთიერებებს ზედაპირული ლაქების მოსაშორებლად.
პროფესიონალური გათეთრება სტომატოლოგიურ კლინიკაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება სტომატოლოგიურ კლინიკაში ყველაზე სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური გზაა.კლინიკური (საოფისე) გათეთრება მთლიანად ექიმის კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს, რაც გამორიცხავს მინანქრისა და ღრძილების დაზიანების რისკს. სპეციალური დამცავი ბარიერების გამოყენებით, ღრძილები სრულად იზოლირდება მაღალი კონცენტრაციის მათეთრებელი გელისგან, რომლის აქტივაციაც თანამედროვე, ცივი შუქის LED ლამპით (მაგალითად, გერმანული Flash სისტემით) ან ლაზერით ხდება. ეს ინოვაციური ტექნოლოგია მოქმედებს როგორც კატალიზატორი, აჩქარებს ჟანგბადის მოლეკულების გამოყოფას და სულ რაღაც 45-60 წუთში შლის წლების განმავლობაში ღრმად ჩამჯდარ მუქ პიგმენტებს. შედეგად, პაციენტი მხოლოდ ერთ ვიზიტში იღებს მომენტალურ შედეგს, რამდენიმე ტონით გაღიავებულ, ბუნებრივად მბზინვარე ღიმილს.
კბილების გათეთრება კაპებით
კბილების გათეთრება კაპებით არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ კბილები ეტაპობრივად გაითეთროთ სახლის პირობებში, სტომატოლოგის რეკომენდაციების დაცვით. პროცედურისთვის მზადდება ინდივიდუალური კაპები, რომლებშიც თავსდება სპეციალური მათეთრებელი გელი, რომელიც ნაზად და უსაფრთხოდ შლის მინანქარში ჩამჯდარ პიგმენტებს.საოფისე გათეთრებისგან განსხვავებით კაპების ტარება შედარებით ნელი და ხანგრძლივი მეთოდია. კაპების ტარება ექიმის რეკომენდაციით, დღეში რამდენიმე საათით ან მთელი ღამით ხდება 10-14 დღის განმავლობაში. ამ მეთოდით შედეგი მაქსიმალურად სტაბილურია გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო დამზადებული კაპები პაციენტს სამუდამოდ რჩება, რაც შეუძლია მომავალშიც გამოიყენოს.
მითები და რეალობა კბილების გათეთრების გარშემო

მითი #1: კბილების გათეთრება აზიანებს მინანქარს
რეალობა: პროფესიონალური გათეთრების პროცედურა, რომელიც ტარდება კვალიფიციური სტომატოლოგის მეთვალყურეობით, არ აზიანებს კბილის მინანქარს. თანამედროვე გამათეთრებელი სისტემები შეიცავს სპეციალურ კომპონენტებს, რომლებიც იცავს კბილის ზედაპირს და უნარჩუნებს სიჯანსაღეს. თუმცა, მნიშვნელოვანია პროცედურა ჩატარდეს მხოლოდ პროფესიონალის ზედამხედველობით, რადგან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების მგრძნობელობა.
მითი #2: გათეთრების შედეგი სამუდამოა
რეალობა: კბილების გათეთრების ეფექტი არ არის მუდმივი. შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების სტილზე, კვების ჩვევებსა და პირის ღრუს ჰიგიენაზე. საშუალოდ, პროფესიონალური გათეთრების ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს 1 წლამდე. შედეგის გასახანგრძლივებლად რეკომენდებულია: შეზღუდოთ პიგმენტის შემცველი საკვები და სასმელი, თავი აარიდოთ თამბაქოს მოხმარებას, რეგულარულად, 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროთ პროფესიული წმენდა.
მითი #3: სახლის პირობებში კბილების გათეთრება იგივე ეფექტს იძლევა
რეალობა: სახლის პირობებშიც გათეთრება შესაძლებელია, თუმცა შედეგის მისაღწევად უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება. მაშინ, როცა კლინიკაში პროფესიონალური გათეთრება ერთ ვიზიტზე სასურველ შედეგს იძლევა, სახლის პირობებში საშუალოდ 2 კვირაა საჭირო.
მითი #4: კბილების გათეთრების პროცედურა ეფექტურია ნებისმიერი პიგმენტაციის დროს
რეალობა: პროფესიონალური გათეთრების პროცედურა ეფექტურია მხოლოდ ბუნებრივ კბილებზე. სტომატოლოგიური კონსტრუქციები, გვირგვინები, ვინირები, ბჟენები არ ექვემდებარება გათეთრებას.
მითი #5:კბილების გათეთრების პროცედურა ძალიან მტკივნეულია
რეალობა: თანამედროვე გათეთრების სისტემები შექმნილია პაციენტის კომფორტზე ზრუნვით. პროფესიონალი სტომატოლოგი წინასწარ აფასებს თქვენი კბილების მდგომარეობას და არჩევს შესაფერის გათეთრების მეთოდს.
მითი #6: კბილების გათეთრება ყველასთვის რეკომენდებულია
რეალობა: კბილების გათეთრება არ არის რეკომენდებული:
კბილის გათეთრების ფასები
კბილების გათეთრების ღირებულება საქართველოში ინდივიდუალურია და პირდაპირ კავშირშია შერჩეულ მეთოდსა და გამოყენებულ ტექნოლოგიებთან. საბოლოო ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებელია იმ დამატებითი, სავალდებულო პროცედურების გათვალისწინებაც, როგორიცაა პროფესიული ჰიგიენური წმენდა (ულტრაბგერა + Air-Flow) და პირის ღრუს სრული სანაცია, რაც უზრუნველყოფს პროცედურის მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და იდეალურად თანაბარ ეფექტს.
„ბლიც დენტალი” გამოცდილი სპეციალისტები გთავაზობენ კბილების გათეთრების უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებს. ჩვენ ვიყენებთ საოფისე გათეთრების გერმანული ბრენდის White Smile-ის Flash სისტემას, რომელიც პაციენტისთვის უმტკივნეულოა და საშუალებას იძლევა კბილები 5-7 ტონით გავათეთროთ ერთ ვიზიტზე.
ბლიც დენტალი კვალიფიციური სტომატოლოგები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.
NS