ესპანეთის ლა ლიგაში სეზონის ბოლო მატჩი "ვილიარეალსა" და "ატლეტიკოს" შორის შედგა და მასპინძელთა მარტივი გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.
ამ შეხვედრისას გუნდებს მოტივაცია დიდად არ ჰქონდათ, რადგან მთავარი მიზანი ორივემ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
მიუხედავად ამისა, გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალმა" ბოლო ტურში უმაღლესი დონის თამაში აჩვენა და უშუალო კონკურენტს 5 გოლი გაუტანა. მათგან ერთი გოლის მასპინძელთა გუნდის ქართველი თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა.
მან მოედანი 88-ე წუთზე მარჯვენა ბარძაყის დაზიანების გამო დატოვა. თუმცა, საბედნიეროდ, სერიოზულად არ დაშავებულა - ძველი ტრავმის მცირე რეციდივია.
მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: whoscored 8.2, sofascore 8.1, Flashscore 8.1.
გიორგიმ აწ უკვე გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლა ლიგის დებიუტანტ მოთამაშეებს შორის, ქართველმა ფორვარდმა შეაგდო ყველაზე მეტი - 13 ბურთი.
"ვილიარეალმა“ ჩემპიონატი 72 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.
"ატლეტიკო“ 69 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა და ისიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.