ავტორი:

ბინები, მათ შორის კიევში, აგარაკები, მიწის ნაკვეთები, ფერწერული ტილოები, მოოქროვილი იარაღი - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი ბეჟან წაქაძე და მისი მეუღლე?

ბინები, მათ შორის კიევში, აგარაკები, მიწის ნაკვეთები, ფერწერული ტილოები, მოოქროვილი იარაღი - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი ბეჟან წაქაძე და მისი მეუღლე?

ბინები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები, ფერწერული ტილოები, მოოქროვილი იარაღი - ეს იმ ქონების ჩამონათვალია, რომელსაც პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე და მისი მეუღლე ფლობენ.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ბეჟან წაქაძის საკუთრებაშია 3 ბინა, 15 მიწის ნაკვეთი, აგარაკი, არასაცხოვრებელი ფართი, ავტოფარეხი, სამზარეულო და დამხმარე ფართი.

აქედან, 14 მიწის ნაკვეთი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში მდებარეობს, მემკვიდრეობით აქვს მიღებული, 1 მიწის ნაკვეთი კი სოფელ წოდორეთში 2020 წელს აქვს 497 310 ლარად შეძენილი.

რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დეპუტატის საკუთრებაშია: 94,6 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში , რომელიც 2013 წელს დამფუძნებელთა კრების ოქმის საფუძველზე 1 ლარად გადაიფორმა; 576,13 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2016 წელს 2 673 000 ლარად შეიძინა; 85 კვ.მეტრი ფართობის ბინა კიევში, რომელიც 2015 წელს 825 000 ლარად შეიძინა.

მის სახელზეა რეგისტრირებული ასევე 266,08 კვ.მეტრი ფართობის აგარაკი მცხეთაში, რომელიც 2016 წელს 1 756 128 ლარად შეიძინა; გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: