ლაშა პაპაშვილი: "1200 ლარად ადამიანი ამ ქვეყანაში, მგონი, იცხოვრებს - სადამდეც შეგიძლია, საბანი იქამდე უნდა გაიწვდინო“

ლაშა პაპაშვილი: "1200 ლარად ადამიანი ამ ქვეყანაში, მგონი, იცხოვრებს - სადამდეც შეგიძლია, საბანი იქამდე უნდა გაიწვდინო“

დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენში ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებას. "1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში მე მგონი იცხოვრებს,“ - თქვა მან ჟურნალისტებს სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით, მთავრობის ახალ დადგენილებაზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 7 მაისის დადგენილებით, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია.

"1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, მე მგონი, იცხოვრებს. რაღაცას ჰგავს. როგორ არის ქართული ანდაზა? - სადამდეც შეგიძლია საბანი იქამდე უნდა გაიწვდინო... ალბათ არ აქვს ხაზინას ამდენი შემოსავალი,“ -განაცხადა პაპაშვილმა "ტვ პირველთან".

იხილეთ ასევე: