ავტორი:

"მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა..." - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

"მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა..." - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით როგორც ძლიერ ქარსა და წვიმას, ისე ტემპერატურის მკვეთრ, თითქმის 15-გრადუსიან ვარდნას უნდა ველოდოთ. დეტალებზე, თუ როდის გამოიდარებს და როგორი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქსა და რეგიონებში, სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი გვესაუბრება:

- მიმდინარე კვირაში მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა. ხვალინდელ დღეს აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. 29 მაისს, საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს და იქროლებს დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი.

პერიოდულად გამოიდარებს, მაგალითად, 28 მაისს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა მოიმატებს, ქარიც ჩადგება, მზიანი, კარგი, თბილი დღე გვექნება, შესაძლოა 30 გრადუსს გადააჭარბოს ტემპერატურამ. თუმცა 29-ში მოსალოდნელი ძლიერი წვიმები, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ეს ყველაფერი გამოიწვევს ტემპერატურის კლებას.

29 მაისს ტემპერატურა დაიკლებს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, დაახლოებით 15-16 გრადუსამდე. ეს საკმაოდ დიდი კლება იქნება, 30 გრადუსთან მიმართებაში. შემდეგ დღეებში 30-31 მაისს, ზოგან შესაძლებელია ისევ იწვიმოს, პირველამდე არამდგრადი ამინდია საქართველოში.

- რაც შეეხება დედაქალაქს?

- დედაქალაქში უფრო მეტად ქარია მოსალოდნელი, თუმცა 29 მაისს, თბილისშიც იწვიმებს.