რუსეთის საგარეო უწყება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს.
"დარტყმები განხორციელდება როგორც გადაწყვეტილების მიღების ცენტრების, ასევე სამეთაურო პუნქტების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
"იმის გამო, რომ აღნიშნული ობიექტები მთელ კიევშია მიმოფანტული, ვაფრთხილებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს, რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დატოვონ, ხოლო უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ არ მიუახლოვდნენ ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.