ავტორი:

"საქართველოში შეიქმნა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" - რას წერს სპუტნიკი

"საქართველოში შეიქმნა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" - რას წერს სპუტნიკი

რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო პორტალის, "სპუტნიკის" ცნობით, საქართველოში შეიქმნა რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო. გამოცემის ინფორმაციით, საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ "ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის მთავარი მიზანია საჯარო სფეროში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის იდენტიფიცირება და ანალიზი.

  • "ორგანიზატორების თქმით, საბჭო შეაგროვებს ინფორმაციას იმ ინციდენტების შესახებ, რომლებსაც რუსოფობიის გამოვლინებად მიიჩნევენ: რუსეთის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებიდან და ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან დაწყებული, ენის და ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციით დამთავრებული.

მონიტორინგი ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებზე, პუბლიკაციებსა და ქმედებებზე.

საბჭოს ფარგლებში ასევე იქმნება იურისტთა ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ საქმეებს სამართლებრივად შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების საკითხებს შეიმუშავებს.

მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება ყოველ სამ თვეში ერთხელ იგეგმება. ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2022 წლის თებერვლის შემდეგ მოვლენებსა და განცხადებებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული განცხადებებისა და ქმედებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა", - აღნიშნულია "სპუტნიკის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.