ავტორი:

სერენაი სარიქაიას პოლიცია აეროპორტში დახვდა და ის სამედიცინო შემოწმებაზე გადაიყვანეს - რას წერს თურქული მედია

სერენაი სარიქაიას პოლიცია აეროპორტში დახვდა და ის სამედიცინო შემოწმებაზე გადაიყვანეს - რას წერს თურქული მედია

თურქულ შოუბიზნესში აგორებული ხმაურიანი სკანდალი ახალ ფაზაში შედის. ცნობილი თურქი მსახიობი, სერენაი სარიქაია, რომელიც ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნებისთანავე სამართალდამცავთა ყურადღების ცენტრში მოექცა.

ბაქირქოის რესპუბლიკური გენერალური პროკურატურის მიერ ცნობილი სახეების წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში, ვარსკვლავს აეროპორტშივე დახვდნენ და სავალდებულო შემოწმებაზე გდაიყვანეს.

  • ინტერნეტსივრცეში სწრაფად გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია მსახიობის გადაყვანა სავალდებულო სამედიცინო შემოწმებაზე, რამაც საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

ოპერაციის დეტალები და დაკავების ქრონიკა

სტამბოლში მიმდინარე აკრძალული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის საქმეზე, სამართალდამცავებმა სულ 25 ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასცეს. ვინაიდან სერენაი სარიქაია სპეცოპერაციის დაწყების მომენტში ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, მისი აყვანა სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

პროცედურის თანახმად, მსახიობი საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად გადაიყვანეს. კამერების წინ სარიქაია მშვიდად წარსდგა - მედიასთან ყოველგვარი კომენტარისგან თავი შეიკავა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში მან ანალიზისთვის თმისა და სისხლის ნიმუშები ჩააბარა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა იგი გაათავისუფლეს.

  • "ჟანდარმერიაში საკუთარი ნებით გამოცხადდა“

ჟურნალისტი ჯეილან სევერი პროცესის მიმდინარეობას ასე აღწერს: "გასულ კვირას, როდესაც მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა, სერენაი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. თუმცა, იგი თავად დაუკავშირდა სასამართლო ორგანოებს და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაბრუნებისთანავე მისცემდა ჩვენებას. მან პირობა შეასრულა - სამშობლოში ჩამოვიდა და პირდაპირ ჟანდარმერიაში გამოცხადდა. დაკითხვის პროცედურის დასრულების შემდეგ, იგი ლაბორატორიული ტესტების ასაღებად სასამართლო მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს“.

მსახიობის ოფიციალური განცხადება

მედიაში გავრცელებულ ხმაურიან ნარატივს თავად მსახიობიც გამოეხმაურა. სერენაი სარიქაიამ საზოგადოებასა და გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა:

"მოგესალმებით... ეს ამბავი ჩემთვის დიდი ხნის წინ დაგეგმილი მოგზაურობის დროს გახდა ცნობილი. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, უმოკლეს ვადებში დავბრუნდები სამშობლოში და, როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე, შევასრულებ ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას. მე კარგად ვარ, სანერვიულო არაფერია", - წერდა სარიქაია.

ამ დროისთვის მსახიობი თავისუფალია, თუმცა გამოძიება თურქი ვარსკვლავების გარშემო კვლავ აქტიურ ფაზაშია.