პოლონეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სახანძრო სამსახურის ცნობით, როგოზნოდან პოზნანისკენ მიმავალ მატარებელს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, ხოლო სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.