ავტორი:

თვითმფრინავი პარაპლანისტს შეეჯახა - "ქალმა სწრაფად დაიწყო ხმელეთისკენ ვარდნა": მედიაში სასწაულებრივად გადარჩენის კადრები ვრცელდება

თვითმფრინავი პარაპლანისტს შეეჯახა - "ქალმა სწრაფად დაიწყო ხმელეთისკენ ვარდნა": მედიაში სასწაულებრივად გადარჩენის კადრები ვრცელდება

ინტერნეტში შემაძრწუნებელი კადრები გავრცელდა სადაც ჩანს, თუ როგორ ეჯახება ჰაერში ფრენისას პარაპლანისტს მცირე ზომის თვითმფრინავი და რამდენიმე წამში პარაშუტს ნაფლეთებად აქცევს, რის შემდეგაც თავად ადამიანი ჰაერში ტრიალს იწყებს და მიწისკენ მიექანება

კადრები თავად 44 წლის ექსტრემალმა, საბრინამ გადაიღო. ვიდეოდან ჩანს, თუ როგორ გადაურჩა ის სიკვდილს ავსტრიაში, კიცბიუელის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში, შმიტენჰოეს მთაზე ფრენის დროს.

პარაპლანისტის ფეხზე დამაგრებული კამერით გადაღებულ ვიდეოში თავდაპირველად ფრენის დროს აღბეჭდილი ულამაზესი პეიზაჟის ჩანს. თუმცა, მალევე საბრინა თავს მარცხნივ ატრიალებს, რადგან მოახლოებული თვითმფრინავის ხმა სულ უფრო მატულობს.

საფრენი აპარატი მოულოდნელად ჩნდება მთის მხრიდან, სწრაფად იჭრება კადრში და პარაპლანს ეჯახება.

სანამ სპორტსმენი რეაგირებას მოასწრებდა, თვითმფრინავი მის პარაშუტს გლეჯს და თოკებს წყვეტს, რის შემდეგაც ქალი მიწისკენ სწრაფად ვარდნას იწყებს. შეჯახებიდან პირველ წამებში სპორტსმენი პანიკამ მოიცვა, კადრებში კარგად ისმის მისი ყვირილი, თუმცა საბედნიეროდ მალევე პარაპლანისტმა სიმშვიდის აღდგენა და დახლართული თოკებიდან თავის დაღწევა მოახერხა, რის შემდეგაც სათადარიგო პარაშუტი გახსნა და მიწაზე მშვიდობიანად დაეშვა.

რაც შეეხება თვითმფრინავს, ოფიციალური პირების ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ პილოტმა უსაფრთხოდ დაეშვება შეძლო. 28 წლის მფრინავის განცხადებით, შეჯახების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

წყარო