თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და საზოგადოების კითხვებს თავად უპასუხებს", - ამის შესახებ თორნიკეს მამამ, დავით რიჟვაძემ "აჭარა თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ის საქართველოდან თურქეთში წაიყვანეს სამკურნალოდ, ხოლო შემდეგ, არსებული ინფორმაციით, ოჯახთან ერთად, გერმანიაში წავიდა.