ავტორი:

“გამდიდრებული ურანი განადგურდება აშშ-ში, ადგილზე ან სხვა მისაღებ ადგილას“ - დონალდ ტრამპი

“გამდიდრებული ურანი განადგურდება აშშ-ში, ადგილზე ან სხვა მისაღებ ადგილას“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის გამდიდრებული ურანის განადგურების გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მას გაანადგურებენ შეერთებულ შტატებში, ადგილზე, ან სხვა ლოკაციაზე.

“გამდიდრებული ურანი (ბირთვული მტვერი!) ან დაუყოვნებლივ გადაეცემა შეერთებულ შტატებს ქვეყანაში წასაღებად და გასანადგურებლად, ან, რაც უფრო სასურველია, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით, ადგილზე ან სხვა მისაღებ ადგილას განადგურდება, სადაც ატომური ენერგიის კომისია ან მისი ეკვივალენტი დაესწრება ამ პროცესსა და მოვლენას“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ ირანის გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა. „ჩვენ, სავარაუდოდ, დავანადგურებთ მას მიღების შემდეგ, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ მათ ის ჰქონდეთ,“ – განაცხადა ტრამპმა.