თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
26 მაისის ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის დეპუტატები ესწრებიან.



თბილისის მერი კახა კალაძე ღონისძიებაზე ოჯახთან ერთად, გამორჩეული ავტომობილით მივიდა. ამჯერადაც განსაკუთრებულად გამოიყურებოდა მისი მეუღლე ანუკი არეშიძე, მან პასტელური ფერის კოსტიუმი მოირგო.




შვილებთან ერთად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.


ღონისძიებას ასევე ესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III და სხვა სასულიერო პირები.


გარდა ამისა, ღონისძიებაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

ფოტოები: გიორგი ნიკოლიშვილი; ვანო გორგიშვილი