“ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები აშშ-ის ბაზების ფარის როლში აღარ იქნებიან“, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი ავრცელებს.
“შეერთებულ შტატებს არა მხოლოდ აღარ ექნება უსაფრთხო თავშესაფარი თავისი ბოროტებისთვის და რეგიონში სამხედრო ბაზების განსათავსებლად, არამედ დღითიდღე უფრო და უფრო შორდება თავის ყოფილ სტატუსს“, - აცხადებს ირანის უზენაესი ლიდერი.
მისი მტკიცებით, ისრაელი და მისი ლიდერები „სავალალო არსებობის ბოლო ეტაპს უახლოვდებიან“.