“ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს მეგობრებს საქართველოში!“ - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს.
“თქვენი დაუღალავი ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და უკეთესი მომავლისთვის არ იქნება ამაო. საქართველოს მომავალი თავისუფალ ევროპაშია“, - წერს მიხელსონი.
შეგახსენებთ, საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.