ავტორი:

ნიკა გვარამია: "სცენა დამონტაჟდება, ამას ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ... არავითარი გეგმები სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით არ გვაქვს!"

ნიკა გვარამია: "სცენა დამონტაჟდება, ამას ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ... არავითარი გეგმები სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით არ გვაქვს!"

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი გეგმები სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით არ გვაქვს და ყველას მოვუწოდებთ და, პირველ რიგში, ხელისუფლებას და მის პროვოკატორებს, რომ ამისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს თსუ-თან განუცხადა, სადაც "ოპოზიციური ალიანსის” წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

გვარამიას თქმით, რუსთაველის გამზირზე სცენა დამონტაჟდება, მაგრამ თუ ამის საშუალება ოპოზიციას არ მიეცემა, მაინც გამონახავენ გზას, რომ საზოგადოებას მიმართონ.

“ჩვენ არ გვაქვს არავითარი წინაპირობა, რომ სცენის შეტანა არ მოვითხოვოთ. ბოლო გაგზავნილ წერილზე პასუხიც არ მოგვსვლია, რაც ნიშნავს იმას, რომ აკრძალული არ არის და, შესაბამისად, სცენა დამონტაჟდება, ამას ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ. თუ ეს არ გამოვა, მაინც ჩავატარებთ ჩვენს თავყრილობას და მაინც მივმართავთ ადამიანებს, აქ არ მოვყვები, როგორ…

გეგმები, ბუნებრივია, რომ არის. არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ხალხთან ერთიანი მოქმედების გეგმაზე ვისაუბრებთ.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი გეგმები სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით არ გვაქვს და ყველას მოვუწოდებთ და, პირველ რიგში, ხელისუფლებას და მის პროვოკატორებს, რომ ამისგან თავი შეიკავონ”, - განაცხადა გვარამიამ.

ის ასევე გამოეხმაურა სახელისუფლებო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია 26 მაისს იგორ ბლაჟევიჩის დაწერილი გეგმით იმოქმედებს. გვარამიას თქმით, ის არავითარ ბლაჟევიჩს არ იცნობს და მისი სახელი “ქართული ოცნებისგან” გაიგო პირველად.

“წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ბლაჟევიჩი. ვიცი ის, რომ კაცია და სერბი… ჩემთვის ცნობილი სერბები ნიკოლაი ოკიჩია, გორან ივანიშევიჩი, ჯოკოვიჩი და ა.შ. მე მხოლოდ ამ სერბებს ვიცნობ, ბლაჟევიჩი არ ვიცი, ვინ არის, არასდროს გამიგია მისი გვარი მანამდე, “ქართული ოცნებისგან” გავიგე.

რაც შეეხება იმას, რა ინფორმაციაც გამოიტანეს, ეს ინფორმაცია განხილული იქნა ორასამდე ადამიანთან ერთად საჯარო შეხვედრაზე, ასე რომ, არაფერი იქ არ წერია ისეთი, რასაც ვერ გაიგებდნენ”, - განაცხადა გვარამიამ.