ავტორი:

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები არ ესწრებოდნენ - რას აცხადებენ ამის შესახებ "ქართულ ოცნებაში"?

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები არ ესწრებოდნენ - რას აცხადებენ ამის შესახებ "ქართულ ოცნებაში"?

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი და დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი არ ესწრებოდნენ. როგორც "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი იყო მიწვეული.

პარლამენტარ ლევან მახაშვილის განმარტავს, თავად საელჩოს გადასაწყვეტი იყო ცერემონიას ელჩების დონეზე დაესწრებოდნენ თუ წარმომადგენლების დონეზე.

როგორ ირკვევა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბრიტანეთის და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები გამოცხადდნენ.

"დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი იყო მოწვეული, თავად საელჩო გადაწყვეტს უკვე შემდგომ ელჩის დონეზე იყოს წარმოდგენილი თუ სხვა ადამიანის დონეზე. თითოეული ელჩი შეიძლება ან საქართველოში არ არის, თუ სხვა დღის წესრიგი ჰქონდა მე ვერ გეტყვით. თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა იყო ამ ღონისძიებაზე მოწვეული, ვინ, რატომ, როგორ იყო წარმოდგენილი, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

"მე რომ ვყოფილიყავი საორგანიზაციო საქმიანობაში ჩართული, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გავუგზავნიდი გერმანიის ელჩს მოსაწვევს",- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ კითხვას, თუ ჰქონდა მას ინფორმაცია, რატომ არ ესწრებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩები.

კირცხალიას თქმით, მან არ იცის გაეგზავნათ თუ არა გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩებს მოსაწვევები, თუმცა მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ღონისძიებაზე მოწვეულები არ იქნებოდნენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, "რომლებიც გასცდნენ ვენის კონვენციას და ქვეყანას შეურაცხყოფენ“.

ცნობისთვის 26 მაისის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.