ავტორი:

ავსტრიის და იტალიის პრეზიდენტების მილოცვა მიხეილ ყაველაშვილს - რას წერენ მსოფლიო ლიდერები

ავსტრიის და იტალიის პრეზიდენტების მილოცვა მიხეილ ყაველაშვილს - რას წერენ მსოფლიო ლიდერები

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისა და მასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მაქვს პატივი გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა.

მიხეილ ყაველაშვილს, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისალოც წერილში სერჯო მატარელა აღნიშნავს, რომ მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე.

„დღეს, როდესაც მეგობარი ქართველი ხალხი აღნიშნავს და ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, მსურს გულითადად მოგილოცოთ იტალიის რესპუბლიკის სახელით.

მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, რომელიც კვლავაც დამძიმებულია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგებითა და ჩვენი საზღვრების მახლობლად არსებულ რეგიონებში მრავალრიცხოვანი კრიზისული კერებით, თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მეგობრობის სულისკვეთებით.

ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და იმედოვნებს, რომ ეს გზა ახალი და მტკიცე იმპულსით გაგრძელდება, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსტრუქციულ ურთიერთქმედებაზე და, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ინტეგრაციის საფუძვლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სრულ ერთგულებაზე.

სასიამოვნოდ ვიხსენებ მილანო-კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე თქვენს მონაწილეობას და ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გისურვებთ კეთილდღეობას და წარმატებულ მომავალს",- აღნიშნულია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

წაიკითხეთ ასევე: