ორი გადაწყვეტილება გვაქვს, უბრალოდ საჯაროდ არ ვლაპარაკობთ, რომ პრობლემები არ შეგვექმნას, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აქციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეატანინეს რუსთაველის გამზირზე ტექნიკა, ძალის დემონსტრირებაა.
"ჯერჯერობით გეგმაში არის ის, რომ აქ მოხდება შეკრება ადამიანების, ჯერ კიდევ იკრიბება ხალხი და აქედან იქნება მსვლელობა პარლამენტამდე. ესაა, რაც უეჭველი გადაწყვეტილია, ხოლო ამის მიღმა, იმის გამო, რომ ტექნიკა არ შეგვატანინეს, საბოლოო პასუხი არ გვაქვს, რას მოვახერხებთ, რის გაკეთებას მოვახერხებთ. რამდენიმე გამოსვლა იყო დაგეგმილი და ტექნიკური უზრუნველყოფა როგორ მოხერხდება არ ვიცი. ორი გადაწყვეტილება გვაქვს, უბრალოდ საჯაროდ არ ვლაპარაკობთ, რომ პრობლემები არ შეგვექმნას.
რა გამოსვლა უნდა იყოს ისეთი? რისი ეშინიათ ვერ ვხვდები“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.