მედიაში რასელ ქროუს ფოტოები გავრცელდა, რომელიც საფრანგეთში მისი ყოფნის დროს არის გადაღებული. 62 წლის მსახიობი, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობას ესწრებოდა, პარიზის სასტუმროდან გამოსვლის დროს ადგილზე გაჩერდა, რათა მისი მომლოდინე ფანებისთვის მიემართა.


“გლადიატორის“ ვარსკვლავმა ხელები ასწია და იკითხა: "მისმენთ? დარჩით იქ, სადაც ხართ. არ გაბედოთ მოწოლა. თავად მოვალ თქვენთან. ყველას მიეცით სივრცე“. შემდეგ ოსკაროსანმა მსახიობმა საჩვენებელი თითი ასწია და დაიმუქრა: “როგორც კი ვინმე სისულელეს ჩაიდენს, მაშინვე წავალ. გასაგებია?“



მას შემდეგ რაც რამდენიმე ადამიანისგან “დიახ“ მოისმინა, ქროუ მშვიდად მიუახლოვდა თაყვანისმცემლებს და პოსტერებზე ავტოგრაფების წერა დაიწყო.

პარიზში ყოფნისას ქროუ დროს საკმაოდ აქტიურად ატარებს. კვირას იგი “როლან გაროსის“ სტადიონზე საფრანგეთის ღია პირველობას დაესწრო, სადაც გერმანელი ალექსანდრ ზვერევისა და ფრანგი ბენჟამენ ბონზის მატჩს უყურა. თამაშის დროს მსახიობი საოცარი მომენტის მონაწილე გახდა, მან ტრიბუნებისკენ გამოფრენილი ბურთი ჰაერშივე დაიჭირა. ვარსკვლავმა ნადავლი ყველას სიამაყით აჩვენა, კორტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი ეს იღბლიანი წამი ფოტოზე აღბეჭდა.

ქროუს თან მისი მეგობარი გოგონა, ბრიტნი თერიო ახლდა, რომელთანაც ურთიერთობა 2020 წლის ბოლოს დაიწყო. წყვილი ერთმანეთს 2013 წელს, ფილმ “დანგრეული ქალაქის“ (Broken City) გადასაღებ მოედანზე შეხვდა, თუმცა წითელ ხალიჩაზე ერთად პირველად მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერში, რომში, ქროუს ფილმის, “პოკერ ფეისის“ პრემიერაზე გამოჩნდნენ.
‘რობინ ჰუდის“ ვარსკვლავმა ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო მან დაახლოებით 25 კილოგრამი დააგდო და ამას დიეტით, ვარჯიშითა და ალკოჰოლის შეზღუდვით მიაღწია.
ამჟამად ქროუ ფანტასტიკური ექშენის, “ჰაილენდერის“ (Highlander) გამოსვლისთვის ემზადება, რომელიც 1986 წლის საკულტო ფილმის რიმეიქს წარმოადგენს და ამჟამად წარმოების პროცესში იმყოფება.