ავტორი:

დააჯარიმეს ავტომობილის მძღოლი, რომელმაც საპროტესტო აქციაზე აპარატურა მიიტანა - მას ერთი წლის ვადით მართვის უფლება ჩამოართვეს

დააჯარიმეს ავტომობილის მძღოლი, რომელმაც საპროტესტო აქციაზე აპარატურა მიიტანა -  მას ერთი წლის ვადით მართვის უფლება ჩამოართვეს

ავტომანქანა, რომლითაც რუსთაველის გამზირზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს, სამართალდამცავებმა ნიკოლაძის ხუთ ნომერში გააჩერეს.

როგორც “ოპოზიციური ალიანსის” წევრი, თენგო თევზაძე აცხადებს, სამართალდამცავებმა ავტომობილი წაიყვანეს, ხოლო მძღოლი 1000 ლარით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვეს.