ავტორი:

ბელა ჰადიდის ცეცხლოვანი ფოტოები სენ-ტროპედან - მოდელი საფრანგეთში ისვენებს

ბელა ჰადიდის ცეცხლოვანი ფოტოები სენ-ტროპედან - მოდელი საფრანგეთში ისვენებს

ჩვენი დროის ყველაზე კაშკაშა მოდელი, ბელა ჰადიდმა ცოტა ხნის წინ კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად სუპერმოდელი სენ-ტროპეში იახტაზე გადაიღეს.

  • ბელამ დასვენების დროს - საზაფხულო ლუქი მოირგო - მოდელი ჯერ შავი, ნახევრად გამჭვირვალე საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა, მოგვიანებით კი პატარა ორნაწილიანი ბიკინით. კანის კინოფესტივალის დატვირთული დღეების შემდეგ ის თავისუფალ დროს მხიარულად ატარებს.

  • ბოლო პერიოდში ბელა ჰადიდის პირადი ცხოვრება აქტიურად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. წელს მოდელი ადან ბანუელოს დაშორდა, რომელთანაც თითქმის ორი წლის განმავლობაში იყო ურთიერთობაში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა საკმაოდ რთული და ემოციური იყო. წყაროების ცნობით, დაშორების შემდეგ ბელა ცდილობს, ყურადღება კარიერასა და ახლო მეგობრებზე გადაიტანოს.

ბელასა და ადან ბანუელოსის რომანის შესახებ პირველი ცნობები 2023 წელს გავრცელდა, ხოლო ურთიერთობა ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ დაადასტურეს.

წყარო