ავტორი:

ფოტოს გადაღების მცდელობა ტრაგედიით დასრულდა - რუსეთში, 24 წლის სტუდენტი კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ფოტოს გადაღების მცდელობა ტრაგედიით დასრულდა - რუსეთში, 24 წლის სტუდენტი კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა

რუსეთში 24 წლის სტუდენტი ტრაგიკულად დაიღუპა მას შემდეგ, რაც კლდიდან გადავარდა. შემთხვევა ირკუტსკის რეგიონში, უსოლიე-სიბირსკოესთან მდებარე პოპულარულ ტურისტულ ადგილზე - "თეთრ კლდეებზე“ მოხდა.

  • რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მეგობრებთან ერთად ლაშქრობაში იმყოფებოდა და კლდის კიდეზე ფოტოებს იღებდა.

დაცემის შედეგად სტუდენტმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მედიკოსები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა ქალი საავადმყოფოში გადაყვანისას, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

  • მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველები შემთხვევის დეტალებსა და თვითმხილველების ჩვენებებს სწავლობენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ტრაგედია მოხდა, ბელაიას მდინარის მიმდებარედ მდებარეობს და ტურისტებს შორის პოპულარული ადგილია.

ბოლო პერიოდში რუსეთში მსგავსი შემთხვევები გახშირდა. გასულ წელს კი ბაიკალის ტბასთან ახლოს 21 წლის ტურისტი დაიღუპა, როდესაც კლდოვან ნაპრალზე გადახტომას ცდილობდა.

წყარო