ავტორი:

"სასტუმროები არ არიან ვალდებულნი სტუმრებს ონკანის წყალი უფასოდ მიაწოდონ": იტალიის უზენაესი სასამართლოს დადგენილება

"სასტუმროები არ არიან ვალდებულნი სტუმრებს ონკანის წყალი უფასოდ მიაწოდონ": იტალიის უზენაესი სასამართლოს დადგენილება

იტალიის სასამართლომ დაადგინა, რომ სასტუმროებს არ აქვთ ვალდებულება სტუმრებს ონკანის წყალი უფასოდ მიაწოდონ.

  • სასამართლო დავა 2019 წლის შემთხვევას ეხებოდა, როცა ტურისტმა კორვარაში, დოლომიტების რეგიონში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "სასონგერში“ ონკანის წყალი მოითხოვა, თუმცა პერსონალმა მას მხოლოდ 7 ევროს ღირებულების მინერალური წყალი შესთავაზა.

ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ქალმა სასამართლოს მიმართა და 2,700 ევროს კომპენსაცია მოითხოვა. ის ამტკიცებდა, რომ წყალი ბუნებრივი რესურსია და მასზე წვდომა ყველას უფლებაა, ხოლო სასტუმროს უარი მისთვის ემოციურ და მატერიალურ ზიანს იწვევდა.

თუმცა იტალიის სასამართლომ მისი მოთხოვნები არ გაიზიარეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განმარტეს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს არც სასტუმროებს და არც რესტორნებს სტუმრებს ონკანის წყალი უფასოდ მიაწოდონ.

სასტუმროს წარმომადგენლის ადვოკატის თქმით, სასამართლომ დაადასტურა, რომ "ონკანის წყლის უფასოდ მიწოდების ვალდებულება არ არსებობს“.

ცნობისთვის, განსხვავებული პრაქტიკა მოქმედებს ინგლისსა და უელსში, სადაც რესტორნები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს უფასო სასმელი წყალი მიაწოდონ.

წყარო