ავტორი:

თბილისში 15 წლის მოზარდს ეძებენ

თბილისში 15 წლის მოზარდს ეძებენ

თბილისში 15 წლის მოზარდს ეძებენ. ის ბოლოს 26 მაისს, 21:59 საათზე, საირმის ქუჩაზე, ხელოვნების სკოლასთან მდებარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა - მოზარდის ტელეფონი გამორთულია და ოჯახი ამ დრომდე ვერ ახერხებს მასთან დაკავშირებას.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახი ავრცელებს:

"დაკარგულია 15 წლის მოზარდი.

ბოლოს დააფიქსირა საირმის ქუჩაზე კამერამ 26.05.2026 21:59-ზე, ხელოვნების სკოლასთან.ამის შემდეგ მისი კვალი აღარ ჩანს.

ტელეფონი გამორთულია და ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. თუ ვინმეს გინახავთ, შეგიმჩნევიათ ან გაქვთ კამერის ჩანაწერი, ან ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება დაგვეხმაროს, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ.

593 225 123

593 74 04 84

ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.გთხოვთ მაქსიმალურად გააზიარეთ".

  • განახლება 12:36

15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს