უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის ანაზღაურებისა და პრივილეგიების შემცირება დააანონსა.
- მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში მინისტრების, პარლამენტის წევრების, მერებისა და მაღალი თანამდებობის პირების ანაზღაურება მნიშვნელოვნად შემცირდება. პრემიერ-მინისტრის ხელფასი 3.8 მილიონი ფორინტით განისაზღვრება (დაახლოებით 10 700 ევრო.) რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ანაზღაურებაზე გაცილებით ნაკლებია - ორბანის ხელფასი 25 000 ევრო იყო.
რეფორმა ასევე შეეხება პარლამენტის წევრების დამატებით ხარჯებს.
შემცირება მხოლოდ პარლამენტით არ შემოიფარგლება - ცვლილებები შეეხება სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა საბჭოს წევრებსაც. მთავრობის შეფასებით, ამ ზომებით სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 50 მილიარდი ფორინტის (დაახლოებით 139 მილიონი ევრო) ეკონომია შეიძლება ჰქონდეს.
- გარდა ამისა, იგეგმება წესების გამკაცრება დიპლომატიური პასპორტებისა და სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენებაზეც. სამსახურებრივი/სასწრაფო რეჟიმის სიგნალის გამოყენება მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებში, ძირითადად პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ნებადართული.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ პოლიტიკოსებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა თავი საჯარო მოხელეებად უნდა მიიჩნიონ და არა პრივილეგირებულ ელიტებად.
წყარო