ავტორი:

"ევროკავშირის წევრობა ბევრი ქვეყნისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება, თურქეთის წინ მუდმივად "სტაფილო“ უჭირავთ, თუმცა ის ევროკავშირს ვერაფრით უახლოვდება" - დიმიტრი პესკოვი

"ევროკავშირის წევრობა ბევრი ქვეყნისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება, თურქეთის წინ  მუდმივად "სტაფილო“ უჭირავთ, თუმცა ის ევროკავშირს ვერაფრით უახლოვდება" - დიმიტრი პესკოვი

"ევროკავშირის წევრობა ბევრი ქვეყნისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება, რასაც თურქეთის მაგალითიც ადასტურებს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

  • “ევროკავშირის წევრობა მრავალი სახელმწიფოსთვის აუხდენელ ოცნებად იქცევა. თუმცა ყოველთვის საჭიროა დავფიქრდეთ, საერთოდ არის კი ეს ოცნება და განვიხილოთ, რა და როგორი დივიდენდების მოტანა შეუძლია ევროინტეგრაციას სომხეთისთვის”, - აღნიშნა პესკოვმა.

მან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის მცდელობებზე ისაუბრა.

“ევროკავშირის წევრობა ასეთი რამაა: ერთი მხრივ, ყველა ქვეყანას ეჩვენება, რომ კარს მოადგა. ეს თურქეთიდან ძალიან კარგად ვიცი. თურქეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს “სტაფილო“ მუდმივად თურქეთის წინ უჭირავთ და ვერაფრით ვერ უახლოვდება. თითქოს უკვე-უკვე ახლოსაა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი ხდება“, - აღნიშნა პესკოვმა