"ფაქტები არის ის, რომ ათწლეულების განმავლობაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერი - ყველაფერი სხვა დეზინფორმაციაა", - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ საპასუხო წერილში გერმანიის საელჩო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "გერმანიის ელჩს თავად არ ექნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი, რადგან ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე“.
"ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, გერმანიის საელჩოს არ დაუზუსტებია, ესწრებოდა თუ არა გერმანიის ელჩი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნით ღონისძიებას და თუ არ ესწრებოდა, რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, საელჩოს წერილში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ გერმანიის მიზანია საქართველოსთან განაგრძოს მეგობრული თანამშრომლობა... წაიკითხეთ ვრცლად