ავტორი:

რუსეთმა სომხეთს აცნობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას შეაჩერებს

რუსეთმა სომხეთს აცნობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას შეაჩერებს

რუსეთმა სომხეთს ერევნის ევროკავშირში გაწევრიანების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"რუსეთის საელჩომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურად გადასცა ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი ცივილევის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, რუსული მხარე შეაჩერებს ან ცალმხრივად გააუქმებს 2013 წლის 2 დეკემბრის შეთანხმებას ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბუნებრივი ალმასის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, - განაცხადა ზახაროვამ.