ავტორი:

ძვირადღირებული ბინა და 1.892 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები - რა ქონებას ფლობს პეტრე ცისკარიშვილი?

ძვირადღირებული ბინა და 1.892 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები - რა ქონებას ფლობს პეტრე ცისკარიშვილი?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პეტრე ცისკარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში შეავსო.

მის მიერ შევსებული დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსს სახელზეა ბინა, ავტოფარეხი და ორი ავტომობილი.

უფრო კონკრეტულად, დეკლარაციის მიხედვით პეტრე ცისკარიშვილს ეკუთვნის:

47,1 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც 2023 წელს 345 800 აშშ დოლარად შეიძინა;ავტოფარეხი თბილისში, რომელიც 2025 წელს 18 000 აშშ დოლარად იყიდა.გარდა უძრავი ქონებისა, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის საკუთრებაში ფიქსირდება ასევე: მსუბუქი ავტომობილები: AUDI SQ5 2018, რომელიც 2018 წელს 52 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი და mercedes ML 2012, რომელშიც 2020 წელს 18 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. გააგრძელეთ კითხვა