საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.
“მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება ამაზე და რა თქმა უნდა, საზოგადოება იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში “ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.