ავტორი:

დააკავეს პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს - რას აცხადებს ადვოკატი

დააკავეს პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს - რას აცხადებს ადვოკატი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია

“ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ დაუდასტურა.

ადვოკატის განცხადებით, გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის მუქარით.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში “ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ფოტო: ტვ პირველი

იხილეთ ასევე: