მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაია სანდუსა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს “რესპუბლიკის ორდენი“ გადასცა, “ჯილდო, რომელიც მას 2025 წლის 26 მაისს მიენიჭა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის, მოქალაქეთა ღირსების, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ხელშეწყობისთვის, ასევე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლისთვის“.
ასევე, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
“მოლდოვა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, მხარს უჭერს მათ ბრძოლას სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის და მათ გვერდით დგას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“, - განაცხადა მაია სანდუმ.