ავტორი:

“გამეტებით ჰყავთ წაგდებული და სასიკვდილოდ არის ნაცემი... ბანკში მუშაობს, შესვენებაზე გავიდა, იქ მომხდარა ამბავი“ - ახალი დეტალები გორში, პოლიციელების მიერ ნაცემ პირზე: რას აცხადებს ოჯახის წევრი

“გამეტებით ჰყავთ წაგდებული და სასიკვდილოდ არის ნაცემი... ბანკში მუშაობს, შესვენებაზე გავიდა, იქ მომხდარა ამბავი“ - ახალი დეტალები გორში, პოლიციელების მიერ ნაცემ პირზე: რას აცხადებს ოჯახის წევრი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

  • მანამდე ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის მუქარით.

ძალადობის შესახებ “ტელეკომპანია პირველთან“ მისი მამიდა საუბრობს.

“ჩემი გაზრდილია, ბავშვობიდან მე ვზრდი. კანონმორჩილიც არის და იცის, რომ არავითარ შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება, რადგან ისინი არიან კანონის დამცველები, მაგრამ ამ შემთხვევაში რა მოხდა არ ვიცი. სამსახურში ვიყავი და იქ გავიგე...

გამეტებით ჰყავთ წაგდებული და სასიკვდილოდ არის ნაცემი... ბანკში მუშაობს, შესვენებაზე გავიდა, იქ მომხდარა ამბავი“ - აცხადებს ლოცულაშვილის ბებია.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იხილეთ ასევე: