აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება.
სარდლობის ცნობით, დარტყმების სამიზნე სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში მდებარე სამხედრო ობიექტი იყო.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, ბანდარ აბასში მდებარე ობიექტს მაშინ დაარტყეს, როდესაც ის მეხუთე დრონის გაშვებას აპირებდა.
ირანული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ქალაქის აღმოსავლეთით ისმოდა.
ეს სამი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა ირანში სამიზნეებს შეუტია. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა.
კერძოდ, სარდლობაში აცხადებენ, რომ მათი ქმედებები „გაზომილი, წმინდა თავდაცვითი და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისკენ მიმართული“ იყო.