"სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას აძლიერებს, მდიდარს და ძალიან უსაფრთხოს ხდის!" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ. ჩვენი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახან ეწვია სომხეთს, სადაც წინ წაწია რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმება ჩვენი ორივე ქვეყნისთვის.
მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაყრიან საფუძველს ტრამპის გზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე წვდომაში.
ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ოდესმე არსებულზე უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ. კვლავ გავხადოთ (სომხეთი) დიდებული - MAGA!“- წერს ტრამპი.