აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის თქმით, ეგონა, რომ მის ქმარს, ჯო ბაიდენს, 2024 წლის წარუმატებელი საპრეზიდენტო დებატების დროს, ინსულტი ჰქონდა.
დონალდ ტრამპთან მაშინდელი დებატების შემდეგ, თანაპარტიელთა მხრიდან ჯო ბაიდენი ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა კანდიდატურა მოეხსნა. საბოლოოდ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და მხარ იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს დაუჭირა.
იგი მის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მრჩევლად ითვლებოდა პრეზიდენტობის პერიოდში და ჯილი იყო ის ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ აღარ მიეღო მონაწილეობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
დებატების დროს ბაიდენმა და ტრამპმა ისეთ თემებზე იკამათეს, როგორებიცაა იმიგრაცია, ეკონომიკა და აბორტის უფლებები. ბაიდენს ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა, რაც მისმა გუნდმა ავადმყოფობით ახსნა, ასევე დაფიქსირდა მომენტი, როდესაც მას აზრი გაუწყდა.