აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს. FBI-ის აგენტებმა მის სახლში 40 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ასობით ოქროს ზოდი აღმოაჩინეს.
FBI-ის ინფორმაციით, ჩხრეკისას აგენტებმა დაახლოებით 303 1-კილოგრამიანი ოქროს ზოდი, 2 მილიონი დოლარის ნაღდი ფული და 35 ძვირადღირებული საათი ამოიღეს.
დევიდ რაშს ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების მითვისება, ასევე სამსახურებრივი მონაცემების გაყალბება. გამოძიების ინფორმაციით, მან სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დროს განათლებისა და სამხედრო გამოცდილების შესახებ ცრუ ინფორმაცია წარადგინა და უკანონოდ იღებდა სამხედრო შვებულებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებას.
საქმის მასალების მიხედვით, რაშს უმაღლესი დონის საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა და მაღალი თანამდებობა ეკავა.
გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რატომ ინახავდა ყოფილი მაღალჩინოსანი ოქროს ზოდებსა და დიდძალ ფულს საკუთარ სახლში.
შენიშნვნა: მთავარი ფოტო AI