ავტორი:

ბანგლადეშში, ალბინოსი კამეჩი, სახელად დონალდ ტრამპი, მსხვერპლშეწირვას გადაურჩა - "მისი ფოტოები ვირუსულად გავრცელდა, ხალხმა ტრამპს მიამსგავსა და..." (ფოტოები)

ბანგლადეშში, ალბინოსი კამეჩი, სახელად დონალდ ტრამპი, მსხვერპლშეწირვას გადაურჩა - "მისი ფოტოები ვირუსულად გავრცელდა, ხალხმა ტრამპს მიამსგავსა და..." (ფოტოები)

ბანგლადეშში ალბინოსი კამეჩი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გარეგნული მსგავსების გამო ვირუსულად გავრცელდა, დაკვლას გადაურჩა - ოთხი წლის კამეჩმა ინტერნეტში პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისი ღია ფერის ბეწვი და "ვარცხნილობა“ პრეზიდენტის ცნობილ იმიჯს შეადარეს. სწორედ ამის შემდეგ ცხოველს ხუმრობით "დონალდ ტრამპი“ შეარქვეს.

კამეჩი თავდაპირველად ყოველწლიური ისლამური დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის დროს მსხვერპლშეწირვისთვის იყო გამზადებული. მისი მფლობელი, 38 წლის ზია უდინ მრიდა, კამეჩის გაყიდვას გეგმავდა, თუმცა სოციალურ ქსელებში მოულოდნელად მოპოვებულმა პოპულარობამ სიტუაცია მთლიანად შეცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბანგლადეშის ხელისუფლება საქმეში ბოლო მომენტში ჩაერთო. ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ცხოველის მიმართ "უჩვეულოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“ და უსაფრთხოების საკითხები გახდა მიზეზი, რის გამოც კამეჩის გადარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს.

შედეგად, ალბინოსი კამეჩი ბანგლადეშის ეროვნულ ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც სპეციალურ პირობებში მოუვლიან.

მისი მფლობელის თქმით, კამეჩი ძალიან მშვიდი ხასიათისაა და აგრესიულობით არ გამოირჩევა.

"ალბინოსი კამეჩები, როგორც წესი, მშვიდები არიან და მხოლოდ მაშინ რეაგირებენ აგრესიულად, თუ ვინმე გააღიზიანებს", - განაცხადა ზია უდინ მრიდამ.

სპეციალისტების განმარტებით, ალბინოსი კამეჩები ბანგლადეშში ძალიან იშვიათად გვხვდება. მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, რადგან მზის სხივების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.

წყარო