ავტორი:

თბილისს 45-გრადუსიანი სიცხეები შეუტევს? - რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გლობალურ დათბობას საქართველოზე

თბილისს 45-გრადუსიანი სიცხეები შეუტევს? - რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გლობალურ დათბობას საქართველოზე

კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. ეს პროცესი დაახლოებით 1750 წლიდან დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა. კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, როდესაც დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდა დაფიქსირდა, თანაც აღმოჩნდა, რომ ეს მატება ამ პერიოდში უფრო სწრაფია, ვიდრე მანამდე იყო.

  • მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ტემპერატურის პროგრესულად მატება გაგრძელდეს. ქართველი ექსპერტები ამ ზაფხულს საქართველოში მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ. გლობალური ტემპერატურა უკვე საშუალოდ 1.5 გრადუსით არის გაზრდილი და საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა ქვეყანა პროცესებს მზად შეხვდეს.

ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე კლიმატის ცვლილების დამოუკიდებელი ექსპერტი მარინა შვანგირაძე გვესაუბრება.- მეტეოროლოგები ზაფხულში ტემპერატურის 1,5 გრადუსით მომატებას ვარაუდობენ, ზაფხულში, კონკრეტულად თბილისში, მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა 45 გრადუსიც იყოს. რა არის ამის მიზეზი?

- ამას პროგნოზები სჭირდება, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტო აკეთებს - მას აქვს თანამედროვე მოდელები, წვდომა საერთაშორისო მოდელებთან და ამის საფუძველზე საკმაოდ სიზუსტით აკეთებენ პროგნოზებს. რა თქმა უნდა, ტემპერატურის მატება გამორიცხული არ არის. გლობალური დათბობა სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად აისახება. გლობალური დათბობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ის არის, რომ გაძლიერებულია ისეთი სარისკო მოვლენები, როგორიცაა ხანძრები, წყალდიდობები... ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ზაფხულში მომატებულია თბური ტალღები, ზოგიერთ ტერიტორიაზე უფრო წყალდიდობა მომრავლდა, აშშ-ის ტერიტორიაზე კი უფრო ქარიშხლები, მათ შორის წყლის მოვარდნებით. ასე რომ, პროგნოზირება რთულია, ამიტომ მიდგომა ასეთია: კარგია, რომ ეს ვიცით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

- რა პრევენციული ზომების მიღება შეიძლება და რა რისკების წინაშე ვდგავართ გლობალური დათბობის დროს?

- ჩვენთან მომატებულია ტყის ხანძრები და ასეთი ტყეები უნდა აღვჭურვოთ სპეციალური მოწყობილობებით, შეიძლება ეს იყოს თბური დრონები - როცა ხანძარი იწყება, დრონებს თბური ტალღების საშუალებით შეუძლიათ სიგნალის მოწოდება. შეიძლება ხანძარი უმნიშვნელო იყოს, თავისითაც ჩაქრეს, მაგრამ ეს მოწყობილობები საშუალებას გაძლევს მიხვიდე და გადაამოწმო.

ჩვენ საკმაო დახმარებებს ვიღებთ გრანტების სახით და სწორი მართვის შემთხვევაში ამის გაკეთება შესაძლებელია. სატყეო სააგენტოს საპროექტო წინადადება აქვს მომზადებული გერმანიის GIZ-ის დახმარებით, მათ შორის გათვლილია თანხებიც. იმავე პროექტში ლაპარაკია იმ მავნებელ მწერებზეც, რომლებიც ანადგურებენ გარკვეულ ჯიშებს (თურქეთმაც მოგვცა საჭირო დანადგარები). როცა იცი, რომ არის ისეთი ტემპერატურა, რომლის პირობებში კონკრეტული მწერის სახეობა კომფორტს იგრძნობს და სწრაფად გამრავლდება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონსერვაციული მეთოდები. მისი მიზანია სპეციალური წამლებით მკურნალობა და ჯიშების გადარჩენა, ხოლო როცა თბური ტალღა და ზიანი გადაივლის, შემდეგ შეიძლება აღადგინო ნიადაგი და გადანახული ჯიშები ისევ გაამრავლო.

ასე კეთდებოდა ბათუმში, დაცულ ტერიტორიებზე - როცა მდინარის კალმახი ქვირითს ყრის, მას გარკვეული ტემპერატურის ცივი წყალი უხდება, დათბობების შედეგად ეს წყალი უფრო თბილი იყო და ქვირითი იღუპებოდა, ამიტომ მოაწყვეს ხელოვნური საშენი, სადაც კალმახი ქვირითს დაყრიდა და როცა ის უკვე თევზი გახდებოდა, მერე უშვებდნენ მდინარეში, რომლის ტემპერატურის მიმართაც მდგრადი იყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეული შეტყობინების სისტემებს. ჩვენ ბევრი მოწყვლადი ტერიტორია გვაქვს და პირადად ვმუშაობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება წინასწარ ავირიდოთ საფრთხეები თავიდან.

- უფრო შორეული ამინდის პროგნოზის განსაზღვრა თუ არის შესაძლებელი? მაგალითად, 10-15 წელიწადში როგორი კლიმატური სურათი გვექნება და რაზეა ეს დამოკიდებული?

- ეს კეთდება ახლაც. ღონისძიებებს იმის საფუძველზე ვგეგმავთ, რომ ჯერ ვამოწმებთ, საით წავა ტემპერატურა. კლიმატის ცვლილება რომ შევაჩეროთ, მთავარია შევამციროთ ნახშირბადის ადინება ატმოსფეროში, რისთვისაც ცალკე ღონისძიებებია ჩასატარებელი...განაგრძეთ კითხვა