28 მაისიდან „საბავშვო კარუსელთან“ ერთად ქართული ხალხური ზღაპრების სერია იწყება - პირველ ილუსტრირებულ გამოცემას, „წიქარას“ შეზღუდული დროით სპეციალურ ფასად, 9.90 ლარად შეიძენთ.
„საბავშვო კარუსელისა“ და „პალიტრა L“-ის ახალი პროექტი ქართული ხალხური ზღაპრების გაცოცხლებასა და მათი ახალი თაობებისთვის გაცნობას ემსახურება. ვიზუალურად განახლებული, თანამედროვე სტილზე მორგებული ილუსტრაციები პატარა მკითხველებისთვის ზღაპარს კიდევ უფრო საინტერესოსა და გასაგებს გახდის.
„წიქარა“ „საბავშვო კარუსელთან“ ერთად ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში.
შეაგროვეთ ქართული ხალხური ზღაპრები „საბავშვო კარუსელთან“ ერთად და იმოგზაურეთ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც უჩვეულო ამბები ხდება!
R