ავტორი:

"მამაკაცის ფიზიკური შრომისგან დაშორებამ "ტოქსიკური მასკულინობა" გააძლიერა... ადრე კაცები ძალას ფიზიკურ საქმიანობაში იყენებდნენ" - სტინგი

"მამაკაცის ფიზიკური შრომისგან დაშორებამ "ტოქსიკური მასკულინობა" გააძლიერა... ადრე კაცები ძალას ფიზიკურ საქმიანობაში იყენებდნენ" - სტინგი

ბრიტანელი მომღერალი, სტინგი აცხადებს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მამაკაცების ფიზიკური შრომისგან დაშორებამ შესაძლოა, "ტოქსიკური მასკულინობის" გაძლიერებაში დიდი როლი ითამაშა.

  • მუსიკოსის თქმით, თანამედროვე მამაკაცები სულ უფრო იშვიათად იყენებენ მათ ფიზიკურ შესაძლებლობებს, რაც მისი აზრით, საზოგადოების ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.

"მე ყოველდღე ხელებით ვმუშაობ, რადგან მუსიკოსი ვარ. თანამედროვე კაცებისთვის კი ეს სულ უფრო იშვიათი ხდება. მგონია, რომ ამასთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანი დავკარგეთ", - განაცხადა სტინგმა.

მისი თქმით, წარსულში კაცებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი ენერგია და ძალა რეალურ, ფიზიკურ საქმიანობაში გამოეყენებინათ, დღეს კი ეს სივრცე მნიშვნელოვნად შემცირდა.

ბრიტანელმა მუსიკოსმა ეს მოსაზრება გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში გამოთქვა, სადაც საკუთარ ახალ თეატრალურ პროექტზეც ისაუბრა - მიუზიკლი "უკანასკნელი გემი“ ამ შემოდგომაზე ლონდონის ვესტ-ენდში დაიდგმება და გემთსაშენი ქარხნების მუშების ცხოვრებასა და ინდუსტრიული ეპოქის დასრულებას ეხება.

მიუზიკლი "უკანასკნელი გემი“ სტინგის ბავშვობის ქალაქ უოლსენდში ვითარდება. 1970-1980-იან წლებში, დეინდუსტრიალიზაციის პროცესში, ეს საწარმოები დაიხურა, რამაც რეგიონზე მძიმე გავლენა მოახდინა.

სტინგის თქმით, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ინგლისის ჩრდილოეთის ეკონომიკური და სოციალური დაცემა.

  • "ბრიტანეთის სიმდიდრე ქვანახშირის მაღაროებში, ქარხნებსა და გემთსაშენებში შეიქმნა. შემდეგ კი ეს ყველაფერი გაქრა", - ამბობს მუსიკოსი.

მისი განმარტებით, სპექტაკლი მხოლოდ ნოსტალგიური ისტორია არ არის და არც მძიმე ინდუსტრიული ცხოვრების რომანტიზებას ცდილობს.

წყარო